სიახლე 

ფოთში, ვაჩნაძის ქუჩაზე დევნილები დახმარებას ითხოვენ 12 11 18

ვაჩნაძის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ. შენობაში 11 ოჯახი ცხოვრობს. როგორც ისინი აცხადებენ, 8 წლის წინ დევნილთა სამინისტრომ აღნიშნული ობიექტი მათ დაუკანონა და კაპიტალურად გაარემონტა, მაგრამ სახურავმა ერთ წელიწადში წყალი გაატარა. მობინადრეების თქმით, არაერთხელ მიმართეს დევნილთა სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში განაცხადეს, რომ აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ქალაქის ფოთის მუნიციპალრტეტის მერიის უშუალო ჩარევით, გადახურვის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

მსგავსი სტატიები

Facebook