სიახლე 

TAHAL GROUP-მა ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა დაიწყო 12 11 18

ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებს ტენდრეში გამარჯვებული ჰოლანდიური კომპანია TAHAL GROUP აწარმოებს. ხელშეკრულების მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინერის ქსელის მოწყობა მთელი ქალაქის მასშტაბით, სამ წელიწადში უნდა დასრულდეს. ამჯერად, გრუნტის გაუწყლოვნება და პირველი მილის დამონტაჟება ნაბადის უბანში,ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარეობს. პროექტის მენეჯერის, მორის ტურისკის განცხადებით, მშენებლობაზე ჯერჯერობით 50 ადამიანია დასაქმებული, აქედან 35 სუბკონტრაქტორია, ხოლო დანარჩენი ადგილობრივი, რომელთა რიცხვი 100-მდე გაიზრდება. პროექტის ღირებულება 89 943 800 ლარს შეადგენს, მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

მსგავსი სტატიები

Facebook