სიახლე 

ფოთის პორტი 160 წლისაა 20 11 18

ფოთის ნავსადგური 160 წლისაა ფოთის ნავსადგურს დაარსებიდან 160 წელი შეუსრულდა, ის საქართველოს პირველი ნავსადგურია შავ ზღვაზე. რომელიც 1889-1905 წლებში ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შენდებოდა. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში დაცულია 1860 წლით დათარიღებული წიგნი, სადაც 1858 წელს იმპერატორის მიერ გაცემული ყველა ბრძანება არის გამოქვეყნებული, მათ შორის ფოთის სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების ბრძანება. როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიცით, 1804 წელს ფოთის პორტის მშენებლობის შესახებ საუბარი ოფიციალურად დაიწყო. სპეციალისტები რიონის შესართავთან არსებული მიდამოების გამოკვლევას შეუდგნენ და საფუძველი ჩაეყარა ნავსადგურის მშენებლობის საქმეს. 1858 წლის 18 ნოემბერს ფოთი სანავსადგურო ქალაქად გამოცხადდა და სწორედ ამ დროიდან ფოთის ნავსადგურის მშენებლობის ახალი ეტაპი იწყება. 1889 წელს ნიკო ნიკოლაძემ, ნავსადგურისა და შიდა აუზის შესაქმნელად, ინჟინერ ვოზნესენსკის მიერ შემუშავებული ნავსადგურის მოწყობის გეგმის მიხედვით გარკვეული სამუშაოები დაიწყო. რომელიც 1905-1907 წლებში დასრულდა. თუმცა ნიკოლაძის დროიდან მოყოლებული ნავსადგურის რეკონსტრუქცია დღემდე გრძელდება. ფოთის ნავსადგური ერთ-ერთ მთავარ კვანძს წარმოადგენს სატრანზიტო დერეფნისათვის, რომელიც მოკლე გზით აკავშირებს ევროპას კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. თარიღთან დაკავშირებით, ქალაქში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. 26 ნოემბერს მუზეუმის წარმომადგენლები ახალი ექსპოზიციის პრეზენტაციას გამართავენ.

მსგავსი სტატიები

Facebook