სიახლე 

ფოთში “მხიარულთა და საზრიანთა” კლუბების ჩემპიონატი გაიხსნა 27 11 18

გუშინ, ფოთის კულტურის სახლის სცენაზე, მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გაიხსნა. სადაც ფოთის რვა საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფესტივალი იუმორისტულმა ჯგუფმა „ხამსიშვილებმა“ გახსნა, დასასრულს კი ფოთის ნაკრები გუნდი, ექსპრომტად დადგმული სკეჩებით წარსდგა მაყურებლის წინაშე. მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ხელმძღვანელის, ედემი გაბელიას თქმით, ამ გამოსვლის შემდეგ, 29 ნოემბერს კენჭისყრა ჩატარდება, რის შემდეგაც გუნდები ქვეჯგუფებში გადანაწილდებიან, რომლებიც დეკემბერში მერვედ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. მათგან მხოლოდ ორი საუკეთესო გუნდი ფინალში მოხვდება. მისივე თქმით, გამარჯვებულს ფოთის საკრებულოს მიერ დაწესებული პრიზი 500 ლარის ოდენობით გადაეცემა, ასევე სამეჯლისო ცეკვების სტუდია „მზის გულის“ მიერ დაწესებული 200 ლარიანი ჯილდო, თავის რჩეულს გადაეცემა. მანსანკანის ხელმძღვანელის თქმით, ჩემპიონატის მიზანი მოზარდთა და ახალგაზრდების გააქტიურება, მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და მხიარულთა და საზრიანთა თამაშების პოპულარიზაციაა.

მსგავსი სტატიები

Facebook