სიახლე 

ფოთში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკორდინაციო საბჭო შექმნა 27 11 18

გუშინ, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, შეხვედრა გაიმართა, სადაც ფოთის მერი, გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და არასამთავრობო ორგანიოზაციებს შეხვდნენ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მათთან შეთანხმებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკორდინაციო საბჭო შექმნა, რომელიც უშუალოდ ფოთის მერთან დაქვემდებარებული სათათბირო ორგანო იქნება. საბჭო, სამომავლოდ თვეში ერთხელ შეიკრიბება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს განიხილავს. როგორც ფოთის მერმა აღნიშნა, მათი მოვალეობა და ამოცანაა ხელი შეუწყონ საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრირებას. შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური უფლებების რეალიზებას. მათი მიზანია ითანამშრომლონ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა უზრუნველყოფისთვის. შეხვედრა გაცნობითი და საინფორმაციო ტიპის იყო

 

 

მსგავსი სტატიები

Facebook