სიახლე 

ფოთში ჯემალ თოფურიას მემორიალი ჭადრაკში გრძელდება 10 12 18

გრძელდება ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში უკვე ჩატარდა 3 ტურნირი. დღეს სტარტი აიღო ასაკობრივმა ტურნირმა. ფესტივალი 15 დეკემბერს დასრულდება და საზეიმო ვითარებაში დაიხურება.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ამერიკელი ფილოსოფოსის სემინარი გაიმართა 10 12 18

დღეს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ფილოსოფიის მკვლევარის, ლანსელოტ ფლეტჩერის სემინარი გაიმართა, რომელიც ორი დღის მანძილზე გაგრძელდება. პირველი სემინარი ამერიკელმა ფილოსოფოსმა, ფილოსოფიის ფუძემდებელს პლატონს მიუძღვნა. მან, ნელი კითხვის მეთოდით, მსმენელს პლატონის „სახელმწიფო“ გააცნო. საუბრისას პროფესორი ნელი კითხვის აუცილებლობასაც შეეხო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, არასამთავრობო ორგანიზაციამ სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართა 10 12 18

დღეს, ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადეობის განვითარების ცენტრი-მა“ ჩაატარა. შეხვედრას, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.როგორც, არასამთავრობოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, კამპანიის ძირითადი მიზანი არის, განათლების მიღმა დარჩენილი, სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი ბავშვებისთვის ცოდნის მიღება შესაძლებელი გახადონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ასოცირებული პროფესორის, გიორგი ხუროშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 7 12 18

ახლი საქართველოს უნივერსიტეტში, ფილოსოფიის დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, გიორგი ხუროშვილის ლექცია გაიმართა, თემაზე, „პლატონი და არისტოტელე ისლამური პოლიტიკური ფილოსოფიის სათავეებთან“. ასევე ლექციის ფარგლებში ასოცირებული პროფესორის, ახალი ნაშრომის პრეზენტაცია შედგა. “პლატონი ალ-ფარაბის პოლიტიკურ ფილოსოფიაში” ასე ქვია წიგნს, რომელშიც დასავლური და აღმოსავლური რელიგიის საკითხებია განხილული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ახალგაზრდული კონკურსი “იდებატე ” ჩატარდა 10 12 18

ფოთში, ახალგაზრდული კონკურსი ,,იდებატე” დაიწყო. 8 დეკემბერს , ფოთის მე-15 საჯარო სკოლაში მეათე კლასელებს შორის დებატები სოციალურ თემაზე გაიმართა, კონკურსი გუნდურობის პრინციპზეა აგებული და მასში 40 მოსწავლე მონაწილეობს.მე-15 საჯარო სკოლის კონკურსებისა და პროექტების მენეჯერის თქმით, მეათე კლასელები, მომავლის აკადემიის პროექტ ,,იდებატეს” ფინალისტები გახდნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ ქალაქში ყველა თანატოლისთვის მიეწვდინათ ხმა, შეეკრიბათ ისინი და გაეზიარებინათ ბრიტანული სტილით დებატების წარმართვა. ,,იდებატე” – ბრიტანული საპარლამენტო სტილით დებატების კონკურსია, რომელიც საქართველოს მომავლი აკადემიის პროექტის ფარგლებში იმართება. ფოთში კი პირველად ფონდ ,,ბილივის” მხარდაჭერით ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ხელბურთში სპორტული შეჯიბრი გაიმართა 7 12 18

ფოთში, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში   ხელბურთში ტურნირი დასრულდა, შაბათს კალათბურთის დარბაზში ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები გაიმართა  და  გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში, 20 დეკემბერს სკოლებს შორისმხიარული სტარტები  გაიმართება, სადაც ყველა გამარჯვებული სპორტსმენი სიგელებითა და მედლებით დაჯლდოვდებიან.

იხილე მეტი
თემა სიახლე 

გადაცემა “თემა” 7 12 18

გადაცემა “თემა” რა მიღწევები აქვს,,საქართველოს უნივერსიტეტს“, რას სთავაზობს აბიტურიენტებს და რითია განსხვავებული სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან . ამ და სხვა მრავალ კითხვას გადაცემის სტუმარი, საქართველოს უნივერსიტეტის “ სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი ნათია კალაძე პასუხობს.

იხილე მეტი
Facebook