სიახლე 

საახალწლო სამზადისი ფოთში 31 12 18


ახალი წლის შემობრძანებას ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ტრადიციის მიხედვით, შობა-ახალ წელს ოჯახში საუკეთესო სუფრა უნდა გაიშალოს და ყველაზე გემრიელი კერძები მომზადდეს. ამიტომ, დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, თითქმის ყველა ქართულ ოჯახში ხარჯი იმატებს. იმისათვის, რომ წლევანდელი საახალწლო ფასები დაგვედგინა და გაგვეგო როგორი განწყობით და მოლოდინებით ხვდებიან საქართველოში მომავალ წელს, ფოთის ბაზრობას ვესტუმრეთ. როგორც ყოველთვის, მყიდველები პროდუქტის სიძვირეს უჩივიან, ხოლო გამყიდველები – შემოსავლის სიმცირეს. ჩენმა ერთ-ერთმა რესპოდენტმა გვითხრა, რომ საახალწლო სუფრის გასაწყობად დაახლოებით 300 ლარი დასჭირდება. მოსახლეობის მთავრი სურვილები ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული. მოუტანს თუ არა ჩვენს ხალხას ეკონომიკურ კეთილდღეობას 2019 წელი, ამას ზუსტად ერთ წელში გავიგებთ.

მსგავსი სტატიები

Facebook