სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკეების მორიგი წარმატება 14 10 19

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის 1-ლი ლიგის მე-5 ტურის მატჩები ზუგდიდის “დადიანთან” ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს გამარჯვებით დასრულდა. პირველი მატჩი ფოთელმა მოჭადრაკეებმა დიდი ანგარიშით: 6,5 :1,5 ქულით მოიგეს. მეორე მატჩი კი, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და ჩვენმა კლუბმა 4,5 : 3,5 ქულით გაიმარჯვა. კლუბი “ნანა” მორიგ მატჩს 2 ნოემბერს, ამბროლაურის კლუბთან კვლავ ფოთში გამართავს. ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირი “ნონა გაფრინდაშვილის თასი” ფოთელი მოჭადრაკეების ბრწყინვალე შედეგით დასრულდა. ელენე წოწონავამ, ბ ღია ტურნირში ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა და ნონა გაფრინდაშვილის თასის მფლობელი გახდა. 14 წლის ელენე წარმატებულ სეზონს ატარებს. ის გუშინ ინდოეთის ქალაქ…

იხილე მეტი
სიახლე 

“მეცხრე ტალღას” ეთერში “ეს ქვეყანა შენიას” პირველი გადაცემა გავიდა 14 10 19

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ პირდაპირ ეთერში, პროექტის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში პირველი გადაცემა მომზადდა. სტუდიის სტუმრები იყვნენ ასოციაცია „დიოსკურიას“ თავმჯდომარე, ნონა ხუხუა; „ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს“ თავმჯდომარე, რევაზ წულაია და „სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, გოგა მოისწრაფიშვილი, რომლებმაც სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას „სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების“ და სამოქალაქო ღირებულებების მიმართ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ, თბილისში გაიმართა, რომლის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სვეტიცხოვლობა აღნიშნეს 14 10 19

დღეს სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის დაწესებული და მას ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღნიშნავენ. სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ლოცვა აღევლინა. ტაძარში ქადაგებისას ქართული ეკლესიისა და რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გადმოცემის თნახმად, იესო ქრისტეს კვართი წილად მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და მიიცვალა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. ლეგენდის თანახმად, საფლავზე ხე ამოსულა, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე…

იხილე მეტი
სიახლე 

“ეს ქვეყანა შენია” გადაცემა 1 (ფოთი) 11 10 19

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ პირდაპირ ეთერში, პროექტის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში პირველი გადაცემა მომზადდა. სტუდიის სტუმრები იყვნენ ასოციაცია „დიოსკურიას“ თავმჯდომარე, ნონა ხუხუა; „ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს“ თავმჯდომარე, რევაზ წულაია და „სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, გოგა მოისწრაფიშვილი, რომლებმაც სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას „სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების“ და სამოქალაქო ღირებულებების მიმართ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ, თბილისში გაიმართა, რომლის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ასოციაცია დეამ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა 12 10 19

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ასოციაცია ,,დეამ ‘’ პროექტის – ,,იყავი აქტიური მოქალაქე, იცოდე შენი საარჩევნო უფლება!“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. ფოთელ ახალგაზრდებთან, საარჩევნო საკითხებსა და უფლებებზე ისაუბრეს და საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ფოთში 11 10 19

ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღაში მაწანწალა ძაღლების საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის ზარებმა იმატა. მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ ჩვენს ქალქში მომრავლდა ავადმყოფი და ლეკვებიანი მაწანწალა ძაღლები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანებს. მათი განცხადებით დაფიქსირდა ძაღლის დაკბენის შემთხვევებიც. ჩვენი ჯგუფი აღნიშნული საკითხით დაინტერესდდა და ფოთის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარა. ინფრასტრუქტურის სამსახურში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მათთვის გასაგებია მოსახლეობის გულისტკივილი, თუმცა არსებული დაფინანსებით შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება. გახდება თუ არა შესაძლებელი ფოთში ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა , ამ საკითხზე ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს.

იხილე მეტი
სიახლე 

სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ახალ გადაცემას იწყებს 11 10 19

პარასკევს 11 ოქტომბერს 20:00 საათზე სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში ახალი გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავა. ჩვენი ეთერი, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემებს დაეთმობა, სადაც მოწვეულ სტუმრებთან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაზე გაიმართება დისკუსია. პროექტს საქართველოში ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია. მათი საზოგადოებასთან დაახლოება და აქტიური პირების წარმოჩენა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელების აზრი სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე 11 10 19

რამდენად ენდობიან სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას, რა ფუნქციები აქვთ რეალურად, ახორციელებენ თუ არა მოქალაქეებისთვის საჭირო საქმეს და ნამდვილად იცავენ თუ არა საზოგადოების ინტერესებს, ამ კითხვებით მოქალაქეებს მივმართეთ. როგორც აღმოჩნდა გამოკითხულთა უმრავლესობა ნაკლებად იცნობს სამოქალაქო სექტორის საქმიანობას და მათ როლს.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა 11 10 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც მოიცავს ფილოსოფიის იდეას, ფილოსოფიის გაგებას თანამედროვეობაში. ასევე პოლიტიკური ფილოსოფიის, ნეიროფილოსოფიის სოციალური ფილოსოფიის და სხვა მნიშვნელოვანი დარგების თანამედროვე მდგომარეობას, როგორც ევროპულ ისე ქართულ ფილოსოფიაში. კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან იტალიიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან მოწვეული მომხსენებლები. შეხვედრას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ჯაკობო რინალდს საპატიო მკვლევრის წოდება მიენიჭა 10 10 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროფესორ ჯაკომო რინალდის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრის წოდება მიენიჭა. ღონისძიების ფარგლებში პროფესორმა რინალდმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: „XX საუკუნის იტალიური ფილოსოფიის მიმოხილვა და კრიტიკული შეფასება“. ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ხუროშვილმა დამსწრე საზოგადოებას ჯაკომო რინალდის ბიოგრაფია გააცნო, როგორც მან აღნიშნა, ჯაკომო რინალდი ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორია თეორიული ფილოსოფიის მიმართულებით. იგი არის 20-მდე მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამვიდნენ ქართველი და უცხოელი პროფესორები და პროფესორ რინალდის სამეცნიერო მოღვაწეობაზე ისაუბრეს. პროფ. რინალდი რამდენიმე სამეცნიერო და ფილოსოფიური საზოგადოების საპატიო წევრად…

იხილე მეტი
Facebook