სიახლე 

ფოთის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს 11 01 19

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრს ახალი სამხტვრო ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, ცნობილი მსახიობი, რამაზ იოსელიანი დაინიშნა. მას თეატრალურ სფეროში, მთ შორის ფოთის თეატრში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში H1N1 ვირუსი არ დაფიქსირებულა 11 01 19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ფოთში H1N1 ვირუსი არ ფიქსირდება. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებას 779-მა ადამიანმა მიმართა. აქედან 133 აღმოაჩნდა გრიპის მაგვარი დაავადება და მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ. ამ დროისთვის პლევმონიის დიაგნოზით ფოთში, სტაციონალურ მკურნალობას, სამი ასაკოვანი მოქალაქე გადის. ექიმების განცხადებთ მათი მდგომარეობა სტაბილურია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 11 01 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 12 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით უნალექო ამინდი იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

სახელმწიფო დროშის დღისთვის მზადება ფოთში 11 1 19

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებით, თავისუფალი საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად დგება დრო, სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში.

იხილე მეტი
Facebook