სიახლე 

ფოთში გარემოვაჭრეების ჯიხურები აიღეს 29 01 18


ფოთში, გვიან ღამით, მერიის თანამშრომლებმა ბაზრის შიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები და საჩრდილობლები აიღეს. რასაც მოვაჭრეების უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც ისინი ამბობენ, ადგილობრივ ხელისუფლებას მათთვის დახლების აღების მოთხოვნით არ მიუმართავთ და არც ალტერნატიული ფართი შეუთავაზებიათ.

ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ მოვაჭრეები არაერთგზის გააფრთხილეს, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი თავიანთი ძალებით ცდილობენ ტერიტორიის გამონთავისუფლებას.

როგორც დავით ჯგერენაია ამბობს, გარემოვაჭრეებს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართი მინიმუმ სამი თვით უფასოდ შესთავაზეს, რომელიც კერძო პირების საკუთრებაშია, თუმცა მისივე თქმით, გარემოვაჭრეები ამ წინადადებაზე უარს აცხადებენ.

მსგავსი სტატიები

Facebook