სიახლე 

ფოთში 44 წლის ქალის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ 6 02 19


ფოთში, 44 წლის ლელა ანჯაფარიძის გარდაცვალებაში, ოჯახის წევრები ქალაქის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მედ-პერსონალს ადანაშაულებენ.ისინი მომხდარი ტრაგედიის მიმეზად ექიმების დაუდევრობას ასახელებენ.მათი განცხადებით 44 წლის ქალბატონს ბრმა ნაწლავის ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთდა, რამაც ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვია. გარდაცვლილის ახლო ნათესავები საავადმყოფოს დახურვას და ექიმების დასჯას მოითხოვენ.

„პაციენტი როდესაც სასწრაფომ დილის 4 საათისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა, რატომ არ მოახდინა მორიგე ექიმმა მყისიერი რეაგირება? რატომ არ გამოიძახა 10 საათამდე ექიმები და სასწრაფო ოპერაცია რატომ არ გაუკეთდა დროულად? როგორც მეუღლეს უთხრეს, ბრმა ნაწლავი იყო გამსკდარი და ჟონავდაო. დაგვიანებული ოპერაციის გამო ორგანიზმი მოეწამლა. შემდეგ მესამე დღეს გამოწერეს, ისე რომ არანაირი დანიშნულება არ გამოატანეს. იმ დღესვე მივაბრუნეთ უკან და სანამ არ ვიკივილეთ ქალი არ გადაიყვანეს არსად. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს და შემდეგ მივმართავთ სასართლოს. მოვითხოვთ დაიხუროს ფოთის საავადმყოფო, განთავისუფლდნენ ის ექიმები რომლებსაც ამაში ბრალი მიუძღვით“_ განაცხადა გარდაცვლილის ახლო ნათესავმა, ლანა ტყებუჩავამ. ფოთის საავადმყოფოში აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ პაციენტს ყველა შესაბამისი დახმარება გაეწია და გარდაცვალების ფაქტზე შიდა კლინიკური კვლევა მიმდინარეიბს.

მსგავსი სტატიები

Facebook