სიახლე 

ამინდის პროგნოზი 08 02 19


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 9 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით დრო გამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დაეცემა და მინიმალური +7 ° დაფიქსირდება.

9 თებერვალს ცვალებადი ქარი იქროლებს 5-10მ/წმ სიჩქარით.ძირითადად ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, დღე-ღმის განმავლობაში მცირე ნალექი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +9 ° 11 °; ღამით კი + 7 ° + 9 ° იქნება.

10 თებერვალს სამხრეთის ქარი დაფიქსირდება, რომელიც 15 მეტრი წამი სიჩქარით დაქროლავს. მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +11 გრადუსი, ხოლო ღამით +7 +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მსგავსი სტატიები

Facebook