სიახლე 

ფოთში ჭადრაკის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჩემპიონატი დაიწყო 08 02 19


ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა. ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, მასში რეგიონის სხვადასხვა ქალაქიდან 75-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად ტარდება. როგორც საჭადრაკო კლუბში აღნიშნეს, 16 წლამდე მოჭადრაკეთა ტურნირი ფიდეს რეიტინგით ითვლება. ამ ტურნირით გამოვლინდებიან ის მოჭადრაკეები, რომლებიც საქართველოს უმაღლესი ლიგის ტურნირის საგზურს მოიპოვებენ. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, მედლებით, დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.

მსგავსი სტატიები

Facebook