სიახლე 

ფოთში მოსწავლეები ცნობილ ექიმს ზაზა გუნცაძეს შეხვდნენ 11 02 19


ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში, თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის მოწვევით, ექიმ-ფსიქიატრთან, ნარკოლოგთან და ექსპერტთან, ზაზა გუნცაძესთან შეხვედრა გაიმართა. მან მოსწავლეებთან ფსიქიკური აშლილობის გავრცელებულ ფორმებზე და ამ პრობლემების გადალახვის მეთოდებზე ისაუბრა. ის ასევე ბულინგს, ოჯახურ ძალადობას, ორიენტაციას და ტატუირების თემას შეეხო.

შეხვედრა თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის პედაგოგების ქეთევან ჯაკობიას და ანჟელა ნადირაშვილი-გოგიას ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სტატიები

Facebook