სიახლე 

ფოთში, საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს 11 02 19


რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს ფოთის მერი გოჩა კურდღელია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. როგორც, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ობიექტზე ფუნდამენტის ჩასხმა და მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა. კომპანია, პროექტის შესაბამისად, შემდგომი სამშენებლო პროცესის დასაწყებად ემზადება.

მშენებლობას ესპანური კომპანია „Cobra Instalaciones servicios, S.A. branch Georgia “ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 14 500 136 ლარია. პროექტი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას უშუალო ჩართულობით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები

Facebook