სიახლე 

ფოთის მერი ქალაქში მიმდინარე ინფრასტუქტურულ სამუშაოებს გაეცნო 13 02 19


ფოთში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ამ ეტაპზე გათვალისწინებული იყო, დასავლეთ ტრიბუნის, შიდა და გარე კომუნიკაციების, გასახდელების, საშხაპეების, სათავსოების მშენებლობა და ტრიბუნის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. მათი ინფორმაციით, საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ელიტა ბურჯი“ ახორციელებს . პროექტის ღირებულება 2 013 317,99 ლარს შეადგენს. სტადიონი 6 000 მაყურებელზეა გათვლილი. ფოთის მერი, გოჩა კურდღელია, ასევე გაეცნო მალთაყვის უბანში, სტიქიის შედეგად მრავლსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის აღდგენით სამუშაოებს. როგორც მათ განაცხადეს, ობიექტის გადახურვას კომპანია “ჯი არ სი” ახორციელებს , რომელიც სამუშაოებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს. სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და ობიექტების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო.

მსგავსი სტატიები

Facebook