სიახლე 

„ეროვნული შემეცნებითი ბანაკი“ ფოთში 15 03 19


ფოთში, კოალიციამ “სოციალური რეფორმებისათვის”ეროვნულ შემეცნებით ბანაკს უმასპინძლა, რომელიც “ახალგაზრდა დიპლომატები მშვიდობისა და დიალოგისთვის უკრაინასა და საქართველოში” პროექტის ფარგლებში განხორციელდა. გორის, ჩხოროწყუსა და ფოთის სკოლების მაღალი საფეხურის 24 მოსწავლეს, დებატები ინგლისურ ენაზე უცხოელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს. ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობრივი უნარების და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეროვნული შემეცნებითი ბანაკი სამი დღე მიმდინარეობდა. ბავშვები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთნენ. მათ ქალაქის ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს, ასევე კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ შშმ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამის ბენეფიციარებს ესტუმრნენ და მათთან ერთად ხელნაკეთი ნივთები მოამზადეს. დებატებში, პროექტის საუკეთესო მონაწილის ტიტული გორელ მოსწავლეს, გიორგი გიორგაძეს ერგო. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდებიც. დაჯილდოების ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ბანაკის 24-ვე მონაწილეს სერთიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცა. აღნიშნული პროექტი, „მშვიდობისა და განვითარების აკადემიის“ მიერ, დანიურ ორგანიზაცია “Crossing Borders” – თან პარტნიორობით, დანიური ფონდი CISU – ს ფინანსური მხარდაჭერით და კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ ორგანიზებით განხორციელდა.

მსგავსი სტატიები

Facebook