სიახლე 

ფოთის თეატრში მოსწავლეები მსახიობებს შეხვდნენ 04 04 19


ფოთის თეატრს საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. მათ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი და საბავშვო წარმოდგენის ,,ბრემენელი მუსიკოსების“ შემოქმედებითი ჯგუფი შეხვდნენ. რამაზ იოსელიანმა პატარებს თეატრის „შიდა სამზარეულოს საიდუმლოებები“ გააცნო და არტისტების მუშაობის პროცესზე ესაუბრა. ბავშვები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეიქმნა „ბრემენელი მუსიკოსების“ სპექტაკლი. რეჟისორს ვახტანგ ნიკოლავას და მსახიობებს, ბევრი საინტერესო და დამაბნეველი კითხვები დაუსვეს. მსგავსი სახის შეხვედრები ფოთის თეატრში პერიოდულად იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს, ბავშვების თეტრით დაინტერესებას, რომ პატარებმა სცენიდან გაიცნონ ის პერსონაჟები, რომლებსაც ინტერნეტით ან ტელევიზიით იცნობენ. შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა მსახობებს, „ბრემენელ მუსიკოსებზე“ მათ მიერ შექმნილი ფერადი ნახატები და პოსტერები გადასცეს, რომლებიც რამაზ იოსელიანის გადაწყვეტილებით, თეატრის დარბაზში გამოეფინა. „ბრემენელი მუსიკოსების“ საპრემიერო ჩვენება, ფოლკლორის ცენტრის სცენაზე, 5 აპრილს 20:00 სათზე გაიმართება.

მსგავსი სტატიები

Facebook