სიახლე 

ფოთის მერის მოადგილედ პაატა ლაგვილავა დაინიშნა 08 04 19


ფოთის მერის მოადგილის ვაკანტური პოსტი, პაატა ლაგვილავამ დაიკავა. როგორც მან განაცხადა, ეს თანამდებობა ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ შესთავაზა, რაც მისთვის მოულოდნელი იყო. პატა ლაგვილავა 2005 – 2006 წწ-ში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. 2011 – 2013 წწ-ში CDIC „სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრი“, გამგეობის წევრი იყო. 2013 – 2015 წწ-ში საჯარო სამსახურის პროფკავშირების თავმჯდომარის პოსტი ეკავა. 2006 – 2015 წწ-ში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ფოთის მერის მოადგილემ კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხებში გიორგი ფარეშიშვილმა თანამდებობა პირველ აპრილს დატოვა. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მან საკუთარი ნებით მიიღო.

მსგავსი სტატიები

Facebook