სიახლე 

ფოთში კულტურის სახლში ლელა ვეფხვაძის საკონცერტო საღამო გაიმართა 09 04 19


ფოთში ცხრა აპრილის ხეივანზე, 30 წლის წინ საბჭოთა ჯარის მიერ დაღუპულ გმირთა მემორიალზე, ფოთის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, მოსწავლე ახალგაზრდები და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გულშემატკივრები შეიკრიბნენ. მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კულტურის სახლის დარბაზში, 9 აპრილის ერთ-ერთი გმირის, ლელა ვეფხვაძის საკონცერტო საღამო გაიმართა. ლელა ვეფხვაძემ ქართულ პატრიოტულ სიმღერებთან ერთად, 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა – „სალაღობო“ შეასრულა. დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, საბჭოთა არმიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა.

მსგავსი სტატიები

Facebook