სიახლე 

ფოთში გია მოშიაშვილის საღმო გაიმართა 10 04 19


ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში ქართულ-ებრაული პოეზიის საღამო გაიმართა. საღამო ისრაელში მოღვაწე ქართველი ებრაელი ქირურგისა და პოეტის, გია მოშიაშვილის პოეზიას მიეძღვნა. ღონისძიებაში VIIIა და Xბ კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ლექსები წაიკითხეს. შესრულდა ქართულ-ებრაული ცეკვები და სიმღერა. საღამო ემოციებით დატვირთული იყო.

,,მრავალწერტილი“ და ,,მრავალწერტილი 2“ , ასე ჰქვია გია მოშიაშვილის პოეტურ კრებულებს, რომლებშიც სხვადსახვა ჟანრის ნაწარმოებია თავმოყრილი. საღამოს მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ,,მრავალწერტილი 2“-ის რედაქტორმა ია სულაბერიძემ მოშიაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრა. ღონისძიება ამავე სკოლის კურსდამთავრებულების ნინო და მიხეილ მირელაშვილების დედის, ქალბატონი ჟანა ჭანტურიას ინიციატივით მოეწყო. მან საღამოს სულისჩამდგმელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებაში მონაწილეებს, მის ორგანიზატორებს ისრაელიდან გია მოშიაშვილი მიესალმა და მადლობა გადაუხადა ამ ინიციატივისთვის. იგი ახლა ორ ახალ წიგნზე მუშაობს, რომელიც უახლოეს მომავალში გამოიცემა.

მსგავსი სტატიები

Facebook