სიახლე 

ფოთის მე-2 საჯარომ სკოლამ დედაენის დღე აღნიშნა 17 04 19


დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მეორე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. „ენა ვარ ქართული“ ამ სახელწოდებით, მუსიკალურ – მხატვრული კომპოზიცია სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. მოწვეულ სტუმრებს,
მოსწავლეები სკოლის დერეფანში ქართული ფოლკლორული საკრავებით შესრულებული მუსიკით, ცეკვებითა და სიმღერებით შეეგებნენ და სკოლის დიდ დარბაზამდე მიაცილეს. სკოლის სცენაზე პედაგოგებმა დამსწრე საზოგადოებას მშობლიური ენის თემატიკაზე შექმნილი ლექსები და სხვადასხვა მუსიკალური ნომრები წარუდგინეს.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო, მეორე საჯარო სკოლის პროექტით „მე ვწერ ვეფხისტყაოსანს“ დასრულდა. „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში ბოლო სტრიქონები მოწვეულმა სტუმრებმა ჩაწერეს.

ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ფოთის საჯარო სკოლების დირექტორები და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოში დედა ენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

მსგავსი სტატიები

Facebook