სიახლე 

ფოთის კოლხეთი გაგრასთან დამარცხდა 22 04 19


„პარკი არენაზე“ ფოთის „კოლხეთმა“ მორიგი მარცხი განიცადა. ამჯერად, საქართველოს ეროვნული ლიგა ორის მერვე ტურის მატჩში, მან საფეხბურთო კლუბ „გაგრასთან“ ანგარიშით 2:0 წააგო, რამაც გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია და უკმაყოფილება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მატჩის დასრულების შემდეგ „კოლხეთის“ წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. „გაგრის“ მწვრთნელმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კოლხეთში“ არსებული პრობლემის გათვალისწინებით, საკმაოდ დაძაბული შეხვედრის მოლოდინი ჰქონდათ და ეგონათ მეტოქის კარში გოლის გატანა გაუჭირდებოდათ.

ფოთის გუნდი სამი ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. „კოლხეთი“ მორიგ გასვლით მატჩს, თბილისში „მერანთან“ 3 მაისს გამართავს.

მსგავსი სტატიები

Facebook