სიახლე 

ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს 22 04 19



ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ბლოკირებული იყო სატრანსპორტო მაგისტრალი. აქციის მონაწილეებმა, მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს. მათი განცხადებით, აღნიშნული მანქანებით ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება. მათივე თქმით, მერიას აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. შეკრებილებთან ფოთის მერი, გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც მათ განაცხადეს, საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, რაშიც ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აქციების გამართვით იმუქრებიან.

მსგავსი სტატიები

Facebook