სიახლე 

მოქალაქე ზურაბ კაკულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ედავება 25 04 19

მოქალაქე ზურაბ კაკულია სახელმწიფოსგან იმ ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მისი განცხადებით, ქ. ფოთში, ყოფილი ხორც კომბინატის ტერიტორიაზე, ანტონ ჩეხოვის ქუჩა N2-ში მდებარეობს. ზურაბ კაკულიას თქმით, მან ე.პ.ს. „ლივაზია“ 1993 წელს დაარეგისტრირა, ხოლო 1996 წელს ფირმის ლიკვიდაცია მოხდა. ის უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციას ითხოვს. კაკულიას თქმით, მისივე განცხადების საფუძველზე, „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ უძრავი ქონების არსებობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მდ. კაპარჭას ტერიტორიაზე საბურავები დაწვეს 25 04 19

ფოთში, 8 მარტის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე კაპარჭინასთან არსებულ ნაგავსაყრელზე უცნობმა პირებმა საბურავები დაწვეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, პიროვნება, რომელმაც საბურავებს ცეცხლი წაუკიდა დადგენილი არ არის. აქვე განმარტეს, რომ ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა საშიში ტოქსიკური ნივთიერებები რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, ეკა ჯინორიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო კომენტარი გააკეთა. ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, პლასტიკის მასალის, საბურავების და ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია და ჯარიმას ითვალისწინებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური და დაპირისპირება ფოთის საკრებულოში 25 04 19

ფოთში, საკრებულოს სხდომაზე, მერის ანგარიშის მოსმენამ ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. საკრებულოს თავმჯდომარესა და ოპოზიციონერ ვახტანგ დარცმელიძეს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა, სხდომის მიმდინარეობის რამდენჯერმე შეჩერების მიზეზი გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებზე, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. მათ მმართველი გუნდი არაპროფესიონალიზმში და კორუფციაში დაადანაშაულეს. ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ ოპოზიციის ბრალდებებს, უსაფუძვლო უწოდა

იხილე მეტი
Facebook