სიახლე 

ხობში სასტუმრო “დივანი” გაიხსნა 25 04 19


ხობში,სასტუმრო ,,დივანი“ გაიხსნა. წითელი ლენტი სასტუმროს დამფუძნებელმა, ახალგაზრდა ბიზნესმენმა გიორგი გვასალიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ გაჭრეს. ახალ სასტუმროში, რომელიც ბერიას 2 ნომერში მდებარეობს, ევროპული სტანდარტების შესაბამისი 12 ნომერია განთავსებული. დიზაინი ქართული ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების შერწყმითაა შექმნილი. გიორგის აღნიშნული ობიექტის მშენებლობის იდეა 4 წლის წინ გაუჩნდა. მიზანი საკუთარი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია იყო.

სასტუმროს ადმინისტრაცია სტუმრებისთვის რეგიონის ღირსშესანიშნაობების გასაცნობად ტურისტული ტურების მოწყობას გეგმავს. ამ ეტაპზე იქ 6 ადამიანია დასაქმებული , თუმცა მათი რიცხვი 30-მდე გაიზრდება. პერსონალის გადამზადება პროექტის ,,ევროკავში ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქაჯაიას თქმით, ტურისტების ზრდის პარალელურად უმნიშვნელოვანესია განთავსების ახალი ადგილების გაჩენაც. მან სასტუმროს დამფუძნებელს, პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა და ინვესტიციის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

სასტუმროს საზეიმო გახნის ცერემონიალს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა. ახალგაზრდა ბიზნესმენს წინ ბევრი საინტერესო გეგმა აქვს.

მსგავსი სტატიები

Facebook