სიახლე 

ფოთში, ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღნიშნეს 30 04 19


საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა მოეწყო, რომელიც ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილი, ხელთ ნაწერი წიგნის, ხელთ ნაკეთი თოჯინების, ნაქარგი სურათების და სხვადასხვა აქსესუარების დათვალიერება ყველა მსურველს შეეძლება.

კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. ბიბლიოთეკარის დღეს საქართველოში 2003 წლიდან 30 აპრილს აღნიშნავენ.

მსგავსი სტატიები

Facebook