სიახლე 

ფოთის თეატრის შენობის სარეაბილიტაციო პროექტში ხარვეზები აღმოჩნდა 14 05 19


ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოებისას რამდენიმე გაუთვალისწინებელი პრობლემა წამოიჭრა, – ამის შესახებ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს მშენებლები, თეატრის ხელმძღვანელობასთან ერთად ფოთის მერს, მერის მოადგილეებს და საპროექტოს წარმომადგენლებს თეატრის შენობაში შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, კომპანიამ პროექტში არსებული ხარვეზები და ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინა, მათ აღნიშნეს, რომ პროექტით ჩასატარებელი სამუშაოების გეგმა სრულყოფილი არ არის, რაც მუშაობის პროცესში, რიგ პრობლემებს გამოიწვევს.

პროექტი, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, სახურავის, ფასადის, სარდაფის, ვენტილაციის, გაგრილების სისტემის მონტაჟისა და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. თუმცა, თეატრის ხელმძღვანელობის თქმით, პროექტით მხოლოდ დემონტაჟია გათვალისწინებული, მონტაჟს რაც შეეხება პროექტი არ ითვალისწინებს. თეატრის და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები არსებული პროექტის კორექტირებას ითხოვენ.

როგორც ფოთის მერმა აღნიშნა, პრობლემა მოგვარებადია და საბოლოოდ, უსაფრთხო შენობას მივიღებთ. თეატრის რეაბილიტაცია 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

მსგავსი სტატიები

Facebook