სიახლე 

ფოთში ბარათაშვილის ქუჩაზე გზის მშენებლობა მიმდინარეობს 15 05 19

ბარათაშვილის ქუჩაზე გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. საუბარია ყოფილი ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე გამავალი და მალთაყვის სანაპირო ზოლის შემაერთებელ მონაკვეთზე. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „New Road“ ახორციელებს. ამჯერად არსებული საფარის რეციკლირება მიმდინარეობს, რომელსაც ქვეკონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს. „გზამშენებელი-13“ ასრულებს, ხოლო ასფალტო-ბეტონის დაგების პროცესს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ აპრილს დაიწყო და ორ ივლისს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 826 000 ლარს შეადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მეორე საჯარო სკოლამ ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა 15 05 19

დასრულდა ინტელექტუალური თამაში, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა „ფოთის ახალგაზრდულმა იდეამ“ დააფინანსა. ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს მეორე და მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ პირველი, ადგილი მეორე სკოლის გუნდმა დაიკავა. „ფოთის ახალგაზრდული იდეა“ მომავალში შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას გეგმავს, რომელიც მიზნად ისახავს, მოსწავლე-ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებას.

იხილე მეტი
სიახლე 

მდინარე რიონის მიმდებარედ დაცული ტერიტორიები შეიქმნება 15 05 19

ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, მდინარე რიონის მიმდებარედ დაცული ტერიტორიები შეიქმნება. ამის შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ფოთში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომელსაც საზოგადოების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მიეწოდათ ინფორმაცია, გეგმარებითი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნებზე, კატეგორიებზე, ბიომრავალფეროვნებაზე, დაშვებულ და აკრძალულ საქმიანობაზე. აღნიშნულ პროექტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის-WWF კავკასიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, სამტრედიის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.

იხილე მეტი
Facebook