სიახლე 

ფოთში “ევროპის დღეები 2019” ჩატარდა 16 05 19


ევროპის დღეები 2019-ს ფარგლებში დღეს, ფოთის ცენტრალურ პარკში, გამოფენა სახელწოდებით „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ გაიმართა. ღონისძიებაზე ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის და საქართველოს კულტურული და საგანმანათლებლო გამოფენა მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საინფორმაციო კუთხე წარმოადგინა, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ გავრცელებულ მითებსა და რეალობას. ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო კუთხე და ნახატების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებაში, ფოთის საჯარო და კერძო სკოლებმა, ევრო კავშირის წევრი ქვეყნების სტენდები შექმნეს, სადაც თითოეული ქვეყნის მოკლე ისტორია იყო ნაჩვენები. აგრეთვე, ტრადიციული კერძების, ტრადიციული სამოსისა და სუვენირების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების მიზანია, ევროპასთან საქართველოს კულტურული დაახლოების ხელშეწყობა და მასწავლებლებისა და ახალგაზრდების მეტი ჩართულობა ევროინტეგრაციის პროცესში.

ევროპის დღეები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით წელს მეშვიდედ გაიმართა.

მსგავსი სტატიები

Facebook