სიახლე 

სექტემბრიდან ფოთის სკოლებს 50-მდე საპენსიო ასაკის მასწავლებელი დატოვებს 04 06 19

ფოთში, საპენსიო ასაკის 100-მდე პრაქტიკოსი პედაგოგიდან, 50-ზე მეტმა საქმიანობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა. განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ისინი ჯილდოს სახით, ორი წლის ჯამურ ხელფასს, სექტემბრის თვეში ერთდროულად მიიღებენ. როგორც ფოთის რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ აღნიშნა, საპენსიო ასაკის იმ პედაგოგებს, რომლებმაც უარი განაცხადეს ჯილდოს აღებაზე, სტატუსის ასამაღლებლად გამოცდების გავლა მოუწევთ.ასევე, რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსი წამყვანი, მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის წევრებს შრომითი ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მეორე სკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდის წარმატება 04 06 19

ფოთის მეორე საჯარო სკოლის გოგონათა საფეხბურთო გუნდი „ტალღა“ “კოკა-კოლას თასი 2019”-ის რეგიონალური შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. შეხვედრა ზუგდიდში ჩატარდა, სადაც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები ამჯერად ფინალური შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც ბათუმში გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და კომპანია “კოკა-კოლა” აღნიშნული სახის ტურნირს ყოველწლიურად ატარებს, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფეხბურთელ გოგონებსა და ვაჟებს, საშუალება აქვთ მათი სკოლის სახელით იასპარეზონ და მოიპოვონ თასის მფლობელის ტიტული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ბავშვების სამი სოციალური პროექტი ფონდი ბილივის მხარდაჭერით დაფინანსდა 04 06 19

ფონდ ,,ბილივის’’ საგანმანათლებლო – შემეცნებითი საქმიანობის ფარგლებში 2 თვიანი სოციალური პროექტი, ,,ახალგაზრდები სოციალური ინიციატივისთვის’’ 3 პროექტის გამარჯვებით დასრულდა. კონკურსში 20 ახალგზარდა მონაწილეობდა, რომლებიც 5 მენტორთან ერთად სოციალურ თემატიკაზე მუშაობდნენ. ჯგუფური მუშაობის ფორმატში 4 სოციალური პროექტი შექმნეს. ჟიურიმ მონაწილეებისათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და კონკურსის მთავარი პრიზი – 1000 ლარიანი დაფინანსება ორ საკონკურსო ჯგუფზე გადაანაწილა, ერთი გამორჩეული პროექტი კი ჟიურის წევრის – გიგი ქაცარიძის ფავორიტი გახდა. მან პირადად დააფინანსა წარმოდგენილი სოციალური ინიციატივა. სოციალური პროექტი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის’’ მხარდაჭერით განხორციელდა. ფონდი ,,ბილივისა’’ და კონკურსში მონაწილე ბავშვების დასკვნითი შეხვედრა, კოლხეთის ეროვნული პარკის საკონფერენციო დარბაზში…

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნულმა პარკმა ფოთელ და თბილისელ მოსწავლეებს უმასპინძლა 04 06 19

ეკო კლუბების თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ქ.ფოთის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისის სკოლა “შავნაბადას” ეკო კლუბის მოსწავლეებს უმასპინძლეს. ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში მოეწყო ეკო საგანმანათლებლო ტური. კლუბის წევრებმა კაიაკებით გაისეირნეს ოქროს ტბაზე, ასევე პონტონით გაცურეს “პალიასტომი – ფიჩორის” მონაკვეთზე. თავიანთ ხელმძღვანელებთან და კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებთან ერთად, ნაკრძალი დაათვალიერეს და მის ბიომრავალფეროვნებას გაეცნენ. ტურის შემდგომ, მოსწავლეებისათვის ეკო საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა, რომელსაც კოლხეთის ეროვნული პარკის მთავარი სპეციალისტი, მანანა ჩიქოვანი გაუძღვა. სემინარზე, დაცული ტერიტორიის უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ ისაუბრეს. გაიმართა ვიდეო ჩვენება, ნაკრძალ ტერიტორიაზე არსებული ცხოველების, წყლის ბინადრებისა და გადამფრენი ფრინველების შესახებ. როგორც, კლუბის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მერიის წარმომადგენლებმა ბავშთა ცენტრის ბენეფიციარები მინახულეს 04 06 19

ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მერიის წარმომადგენლებმა, ბავშთა ცენტრისა და შ.შ.მ ბავშთა დღის ცენტრის ბენეფიციარები მოინახულეს. მოზარდებს საჩუქრები გადასცეს და მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ. ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელები სტუმრებს, სპორტში და შემოქმედებით წრეებში მიღწეულ წარმატებებზე ესაუბრნენ და თავიანთი ოცნებები გაანდეს.

იხილე მეტი
Facebook