სიახლე 

სექტემბრიდან ფოთის სკოლებს 50-მდე საპენსიო ასაკის მასწავლებელი დატოვებს 04 06 19


ფოთში, საპენსიო ასაკის 100-მდე პრაქტიკოსი პედაგოგიდან, 50-ზე მეტმა საქმიანობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა. განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ისინი ჯილდოს სახით, ორი წლის ჯამურ ხელფასს, სექტემბრის თვეში ერთდროულად მიიღებენ. როგორც ფოთის რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ აღნიშნა, საპენსიო ასაკის იმ პედაგოგებს, რომლებმაც უარი განაცხადეს ჯილდოს აღებაზე, სტატუსის ასამაღლებლად გამოცდების გავლა მოუწევთ.
ასევე, რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსი წამყვანი, მენტორი სტატუსის მქონე მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციის წევრებს შრომითი ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდებათ.

მსგავსი სტატიები

Facebook