სიახლე 

ფოთელი ბავშვების სამი სოციალური პროექტი ფონდი ბილივის მხარდაჭერით დაფინანსდა 04 06 19


ფონდ ,,ბილივის’’ საგანმანათლებლო – შემეცნებითი საქმიანობის ფარგლებში 2 თვიანი სოციალური პროექტი, ,,ახალგაზრდები სოციალური ინიციატივისთვის’’ 3 პროექტის გამარჯვებით დასრულდა.

კონკურსში 20 ახალგზარდა მონაწილეობდა, რომლებიც 5 მენტორთან ერთად სოციალურ თემატიკაზე მუშაობდნენ. ჯგუფური მუშაობის ფორმატში 4 სოციალური პროექტი შექმნეს. ჟიურიმ მონაწილეებისათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და კონკურსის მთავარი პრიზი – 1000 ლარიანი დაფინანსება ორ საკონკურსო ჯგუფზე გადაანაწილა, ერთი გამორჩეული პროექტი კი ჟიურის წევრის – გიგი ქაცარიძის ფავორიტი გახდა. მან პირადად დააფინანსა წარმოდგენილი სოციალური ინიციატივა.

სოციალური პროექტი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის’’ მხარდაჭერით განხორციელდა.

ფონდი ,,ბილივისა’’ და კონკურსში მონაწილე ბავშვების დასკვნითი შეხვედრა, კოლხეთის ეროვნული პარკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. სადაც ეკოსაგანმანათლებლო სემინარი გაიმართა. კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დაცული ტერიტორიების უნიკალური ბიომრავალფეროვნება გააცნეს.

როგორც “ბილივის” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ფონდის საგანმანათლებლო საქმიანობის მიზანია, შექმნას ახალგაზრდა თაობისთვის შესაძლებლობები, ხელი შეუწყონ მათ, გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ ახალი გამოცდილება პროექტების ფარგლებში განხორცილებული სხვადასხვა ტიპის ლექციებზე და სემინარებზე ჩართულობით.

მსგავსი სტატიები

Facebook