სიახლე 

ფოთში ზღვის წყლის მონიტორინგი დაიწყო 05 06 19

ზღვის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, დღეს, ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი დაიწყო და წყლის ნიმუშები აიღო. ცენტრის დირექტორის, გია რუხაძის ინფორმაციით სანაპიროზე ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან იქნა აღებული. წყალს ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდება და შედეგები ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება თვეში სამჯერ მოხდება და ოქტომბრის ბოლოპმდე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

“ქველმოქმედი 2015”-ის მორიგი აქცია 05 06 19

ფონდი „ქველმოქმედი 2015-ის მოწვევით“, “სიკეთის ქალაქის” დამფუძნებელი ნანა შველიძე იმერეთიდან ჩამოვიდა. პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „ქველმოქმედი 2015“-მა ფონდის მიერ შეგროვილი ტანსაცმელი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის საჩუქრად გადასცა. როგორც იამზე გორგოტაძე ამბობს, ურთიერთთანამშრომლობა შედგა და მომავალში სხვადასხვა საქველმოქმედო ხასიათის ღონიშძიებაში ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. “სიკეთის ქალაქის” დამფუძნებელი ნანა შველიძე პროფესიით კინოდოკუმენტალისტია. როგორც ის ამბობს, საქართველოს ყველა კუთხე მოვლილი აქვს და თითოეული შეჭირვებულის ისტორია შესწავლილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, გარემოს დაცვის საერთშორისო დღე აღნიშნეს 05 06 19

გარემოს დაცვის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის მე-4 საჯარო სკოლის ეკო კლუბის მოსწავლეებმა, მარინა მიმინოშვილის ხელმძღვანელობით, კუნძულის უბანში, ზღვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. სკოლის მოსწავლეებს, ეროვნული პარკის თანამშრომლები შეუერთდნენ და მათთან ერთად გარემოს დასუფთავებაში წვლილი შეიტანეს. მათ სანაპიროზე შეგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები დაახარისხეს და სხვადასხვა სახის ურნებში გადაანაწილეს. როგორც, მე-4 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა თქვეს, თითქმის 6 წელია, სანაპიროს დასუფთავებაში აქტიურად არიან ჩართულნი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, გარემოს დაცვის საერთშორისო დღეს, მსოფლიოში ყოველი წლის 5 ივნისს აღნიშნავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჭადრაკის შიდასასკოლო ტურნირი მიმდინარეობს 05 06 19

ფოთის, ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში, ჭადრაკის შიდა სასკოლო ტურნირი დღეს დაიწყო, მასში დაწყებითი კლასის 35 მოსწავლე მონაწილეობს. შეჯიბრი ვაჟთა და გოგონათა შორის, შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად მიმდინარეობს. ტურნირი 13 ივნისამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულ მოსწავლეებს 14 ივნის საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვებენ.

იხილე მეტი
Facebook