სიახლე 

კურსორის სტუმარია ფოთის თეატრის დირექტორი 26 06 19

კურსორის სტუმარია ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია.

იხილე მეტი
სიახლე 

ზაფხულში ფოთში მორიგე ბაგა ბაღი იმუშავებს 26 06 19

ფოთში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო – სააღმზრდელო წელი მიმდინარე წლის 15 ივლისს დასრულდება. მშობელთა მაღალი მიმართვიანობის გამო, განისაზღვრა ის საბავშვო ბაგა-ბაღი სადაც სასწავლო – სააღმზრდელო პროცესი მთელი ზაფხულის მანძილზე 15 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მიუხედავად სააღმზრდელო წლის დასრულებისა, №16 მორიგე საბავშვო ბაღში, რომელიც თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს 130 პატარა ივლის. რაც შეეხება ახალ 2019-2020 სააღმზრდელო წლის დაწყებას, წელს სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება. ფოთის მასშტაბით 16 არსებული საბავშვო ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის 425 აღსაზრდელი პირველ კლასელის სტატუსს მოირგებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ტრენინგი ფოთის ეროვნულ პარკში 26 06 19

კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს ფოთის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები ესწრებოდნენ. მთავარი თემა, მდინარეები ნარჩენების გარეშე და სუფთა შავი ზღვა იყო. მათი განცხადებით, ზემოთ აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის დაფინანსებით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების 2014-2020 პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ქართული მხრიდან ქუთაისის მერია ხელმძღვანელობს, ის გახლავთ წამყვანი ორგანიზაცია, რომელსაც პარტნიორობას უწევს იმერეთის მხრიდან მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი“, ასევე მოლდოვეთის და რუმინეთის ორგანიზაციები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მალანიას სტადიონის რეაბილიტაცია იწყება 26 06 19

ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხელოვნური საფარის დაგება და ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ივნისის პირველ რიცხვებში უნდა დაწყებულიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს. აღნიშნული საკითხის გასარკვევად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სატელეფონო ხაზზე დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაიწყება და ფოთის საფეხბურთო სკოლას, სტანდარტებთან შესაბამისი ორი სავარჯიშო მოედანი ექნება. შეგახსენებთ, ოქტომბრის თვეში, ამავე სკოლის სპორტსმენების მშობლები და ფეხბურთის ქომაგები შეიკრიბნენ. მათ სკოლაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გააპროტესტეს. პრობლემების გამო ფოთის საფეხბურთო სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე სხვა რაიონში გადავიდა სათამაშოდ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი – ევროპული კარიბჭე 26 06 19

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამოფენა სახელწოდებით – „ფოთი – ევროპული კარიბჭე” გაიმართა, სადაც წარმოდგენილი ოყო საბჭოთა პერიოდში სამეგრელოში მოღვაწე ცნობილ პირთა საინტერესო ფოტო მასალა, მათი ბიოგრაფიული მონაცემები. სტუმრები სამეგრელოს და მათ შორის ფოთის იმჟამინდელი თვითმმართველობების საინტერესო გადაწყვეტილებებს გაეცნენ. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. გამოფენა კამპანია “ძალა ევროპაშიას” ფარგლებში მოეწყო. ისტორიის ამსახველი ფოტო მასალის ხილვა, ფოთის ბიბლიოთეკაში სამი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. დეტალები იხილეთ სიუჟეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს ვახტანგ დარცმელიძემ ბოიკოტი გამოუცხადა 26 06 19

ფოთში, საკრებულოს სხდომა ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა საკრებულოში, ვახტანგ დარცმელიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მან განაცხადა, ვიდრე პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სხდომებს არ დაესწრება. საკრებულოს თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ორივე პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ შეკრებილი ახალგაზრდების პროვოცირება მოახდინეს. სხდომის დასასრულს, „ლეიბორისტული პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი მტკიცებით ფოთი ზღვის სეზონს, წელსაც მოუმზადებელი შეხვდა. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს და იძულებულნი არიან სხვა ქალაქში გაემგზავრონ.

იხილე მეტი
Facebook