სიახლე 

ფოთში მალანიას სტადიონის რეაბილიტაცია იწყება 26 06 19


ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხელოვნური საფარის დაგება და ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ივნისის პირველ რიცხვებში უნდა დაწყებულიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს.

აღნიშნული საკითხის გასარკვევად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სატელეფონო ხაზზე დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაიწყება და ფოთის საფეხბურთო სკოლას, სტანდარტებთან შესაბამისი ორი სავარჯიშო მოედანი ექნება.

შეგახსენებთ, ოქტომბრის თვეში, ამავე სკოლის სპორტსმენების მშობლები და ფეხბურთის ქომაგები შეიკრიბნენ. მათ სკოლაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გააპროტესტეს. პრობლემების გამო ფოთის საფეხბურთო სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე სხვა რაიონში გადავიდა სათამაშოდ.

მსგავსი სტატიები

Facebook