სიახლე 

ფოთელი სამბისტის წარმატება 27 06 19


ფოთელი სპორტსმენი, გიგო ნადარეიშვილი ევროპული თამაშებიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში, საქართველოს, კიდევ ერთი მედალი სამბისტმა გიგო ნადარეიშვილმა მოუტანა, რომელმაც 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გადამწყვეტ ბრძოლაში ბელარუსი, მაქსიმ კრასინსკი 10-1 დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა. როგორც მან აღნიშნა, სამომავლოდ შედეგის გაუმჯობესებას ეცდება.

ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი 15 სახეობაში ასპარეზობს.

საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

მსგავსი სტატიები

Facebook