სიახლე 

ფოთელი ხელბურთელების მორიგი გამარჯვება 28 06 19


დღეს, ფოთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის გამარჯვებული ხელბურთელები დაბრუნდნენ. აღსანიშნავია გოგონების წარმატება, მათ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, რომელიც 2020 წელს სერბეთში გაიმართება. ფოთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. ფინალში თბილისის 175-ე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი ანგარიშით 12:5 დაამარცხეს. „ოზურგეთი 2019“-ის საუკეთესო ხელბურთელის წოდება, ფოთელმა ციცინო ბჟალავამ მიიღო. რაც შეეხება ვაჟთა გუნდს, ფინალში თბილისის მე-60 სკოლას დაუპირისპირდნენ. როგორც გუნდის ხელმძღვანელმა, დარეჯან გეფერიძემ აღნიშნა, თამაში ფრედ 11:11 დასრულდა, თუმცა პენალტების სერიაში 2 ქულით დამარცხდნენ და შეჯიბრი ანგარიშით 4:2 თბილისელების სასარგებლოდ დამთავრდა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის დასკვნითი თამაშები გურიაში, ქალაქ ოზურგეთში დღეს დასრულდა. ოლიმპიადაში ფოთის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები, ხელბურთის ტურში მონაწილეობდნენ.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი სტატიები

Facebook