სიახლე 

ფოთში ახალი საქართველოს უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 31 07 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, წიგნის მორიგი პრეზენტაცია გაიმართა. გერმანელი პროფესორის, უდო რაინჰოლდ იეკის ნაშრომი – „ვახტანგ გორგასალი – ქრისტიანი ფილოსოფოსი მეფე“ ქართველი მონარქის შესახებ მოგვითხრობს. ნარკვევი მიზნად ისახავს, მკითხველს, ვახტანგ გორგასლის ქრისტიანულ ფილოსოფიური აზროვნება აჩვენოს, რომელიც ისტორიკოს ჯუანშერის თხზულებას „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ და ქართული სამეფო ქრონიკების „ქართლის ცხოვრებას“ ეყრდნობა. კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემა, ინგლისურიდან გიორგი ხუროშვილმა თარგმნა, რომლის რედაქტორი მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ლალი ზაქარაძე და თენგიზ ირემაძეა. უდო რაინჰოლდ იეკი 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. პროფესორი იეკი რამდენიმე წელია მუშაობს.

იხილე მეტი
სიახლე 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფოთის სამსახურის ადმინისტრაციულ ცენტრს ახლი შენობა აქვს 31 07 19

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფოთის სამსახურის ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა დასრულდა. ის საოფისე ინვენტარით და კომპიუტერული ტექნიკითაა აღჭურვილი. კოსტავას ქუჩაზე მდებარე სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი შენობა მრავალი წლის წინ ხანძრის შედეგად დაიწვა და მას შემდეგ მიმდინარე წელს თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა აშენდა. პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა. ამ ეტაპზე, როგორც ზაურ აბურჯანიძემ განაცხადა, შენობის ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია, რისთვისაც ტენდერი გამოცხადდება. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 200 ათასი ლარი შეადგინა. სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს ახორციელებს. მათ მოვალეობაში საკვები ობიექტების, აგრარული ბაზრისა და…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოსწავლე ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლაში 30 07 19

ფოთელმა, ალექსანდრე გიორგაძემ, რომელიც მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასელია, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში, საზაფხულო სკოლის ფარგლებში 8 დღიანი ტრენინგ – პროგრამა გაიარა. პროგრამაში საქართველოს 8 რეგიონის 36 მოსწავლე მონაწილეობდა. საზაფხულო სკოლაში ჩასარიცხად, მოსწავლეებმა მათემატიკის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. ის მოსწავლეები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში მოხვდნენ. მათ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ხათუნა კასრაძემ სერტიფიკატები გადასცა. საზაფხულო სკოლის მიზანია, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში საჯარო სამსახურის მიმართ ინტერესი გაზარდოს.

იხილე მეტი
სიახლე 

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა 30 07 19

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი ფოთის შუქურასთან საზეიმოდ დაიხურა. ცერემონიალზე, მსახიობმა, ვანო იანტბელიძემ, რევაზ ინანიშვილის სახელობის სპეციალური პრიზი “ალალე”, თავის რჩეულ არტისტს გადასცა. აღნიშნული ჯილდო ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს, გენად შონიას ხვდა წილად. ფესტივალი წელს მეხუთედ ჩატარდა და საიუბილეო თარიღიც აღინიშნა, სადაც 17 რეგიონული თეატრი და საერთაშორისო დასი მონაწილეობდა. წელს რეგიონულ ფესტივალს საქართველოს 13 ქალაქი მასპინძლობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის საკრებულოში 30 07 19

ხმაური იყო ფოთის საკრებულოში. სხდომის დასაწყისში ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ხომერიკმა ქვეყანაში და ქალაქში მიმდინარე პროცესებს უსამართლო უწოდა, ხელისუფლება ქალაქის არაეფექტურ მართვაში დაადანაშაულა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ,,ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი, დარეჯან ცხვიტარია კი მთელი სხდომის განმავლობაში ფეხზე იდგა და ტრასფარანტით ხელში შს მინისტრის გადადგომას მოითხოვდა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით კი ოპოზიციის პროტესტი საფუძველსაა მოკლებული და მმართველი გუნდი მას საქმის კეთებით პასუხობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში რიონის გაწმენდითი სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება 29 07 19

ხელისუფლება წლების შემდეგ პირველად გეგმავს მდ. რიონის ქალაქში გამდინარე არხის გაწმენდითი სამუშაოების განხორციელებას. შპს „საქართველოს მელიორაციამ“ რიონის წმენდითი სამუშაოების პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა, რის შემდგომ, ტენდერი რიონის წმენდასა და სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადდება. გამარჯვებული კომპანია, სავარაუდოდ, მეშვიდე კილომეტრიდან ზღვამდე რიონის ფსკერის წმენდით სამუშაოებს 2020 წლიდან დაიწყებს. პროექტის ფარგლებში,ზღვის შესართავთან რიონის, ამჟმად მოსილული მარცხენა შტოს გაწმენდითი სამუშაოებიც განხორციელდება და ადრე არსებული კუნძული აღსდგება, სადაც მითოლოგიური პარკის მოწყობა იგეგმება. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რიონის ტომოგრაფიული გადაღება მოხდება. იმის დასადგენად, თუ სად არის დალექილი ტერიტორიები და რა მოცულობის სამუშაოებია შესასრულებელი. გენო ლოლუას თქმით, ამჟამად რიონის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გეგმიური სამუშაოების გამო ელექტრო ენერგიის მიწოდება შეიზღუდება 26 07 19

„ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 28-29 ივლისს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შიზღუდება. კერძოდ, 28 ივლისს ელექტრო ენერგია 11:00-დან 12:00 საათამდე ფარნავაზ მეფის, მშვიდობის, კოსტავას, ბერდიანსკის, ტექსილის და მიმდებარე ქუჩებს გაითიშება. ხოლო, 11:00-დან 17:00-მდე აღმაშენებლის, კლდიაშვილის, დუმბაძის, 9 აპრილის ხეივანს და მიმდებარე ქუჩებს. 29 ივლისს ელექტრო ენერგია 11:00-დან 18:00-მდე მონაკვეთში, 9 აპრილის ხეივანს, რუსთაველის რკალს, აკაკის, შავი ზღვის, გოგებაშვილის და მიმდებარე ქუჩებს მონაცვლეობით შეეზღუდება. სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება, – ვკითხულობთ განცხადებაში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 29 ივლისის ჩათვლით მცირე ნალექი დაფიქსირდება 26 07 19

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 29 ივლისის ჩათვლით უმნიშვნელო ნალექი დაფიქსირდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27° მიაღწევს. 27 ივლისს სინოპტიკოსების ცნობით ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10მ/წ სიჩქარით დაქროლავს. ზღვაზე მოსალოდნელია 3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24° +26°, ხოლო ღამით +19° +21° დაფიქსირდება. 28 ივლისს სამხრეთ-დასავლეთის ქარი იქროლებს 6-11მ/წმ სიჩქარით. სინოპტიკოსები ზღვაზე 3 ბალიან ღელვას ელოდებიან. დაფიქსირდება ცვალებადი ღრუბლიანობა, დღის დასაწყისში უმნიშვნელო ნალექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +22° +24°; ხოლო ღამით + 20° + 22° დაფიქსირდება. 29 ივლისს მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 5-10…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თეატრალური ფესტივალის დღეები გრძელდება 26 07 19

ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დღეს, მორიგი სპექტაკლი გაიმართა. ,,წერილი ღმერთს“ – ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც ანატოლი კრიმის ნაწარმოების მიხედვით, უკრაინის თეატრალურმა დასმა, ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დადგა. სპექტაკლის რეჟისორი გალინა პანიბრატეცია. სპექტაკლში, სადაც ორი მსახიობი თამაშობდა, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ყოფითი თუ სოციალური პრობლემები. ადამიანთა ირონიული დამოკიდებულება საქმისადმი. სპექტაკლის დასასრულს ფესტივალის დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ უკრაინელ მსახიობებს სერტიფიკატები გადასცა. ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალი 14 ივლისს დაიწყო და 29 ივლისს საზეიმოდ დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი „კეფალის ფესტივალისთვის“ ემზადება 26 07 19

ფოთი „კეფალის ფესტივალისთვის“ ემზადება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში, მარათონი და პლაჟის თამაშები, ასევე დღის ბოლოს საზეიმო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებები ერთდროულად სამ ლოკაციაზე: ცენტრალურ პარკში, „ოქროს ტბაზე“ და მალთაყვის სანაპიროზე გაიმართება. უკვე მიმდინარეობს სამი ფოტოკონკურსი: „ჩემი შუქურა“, „მე და ჩემი ოჯახი“ და „ჩემი ბაღი სახლის წინ“. როგორც, „კეფალის ფესტივალის“ დამფუძნებელმა, ნანა ტაბიძემ განაცხადა, ეს იქნება აქტიური დასვენების დღე, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ჩართვა, ამასთან მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება. ასევე ფესტივალის მთავარი ღონისძიება იქნება, საქართველოში ერთადერთი საქალაქო მასშტაბის საერთაშორისო თამაში, სახელწოდებით „არგო ქვესტი“. ნანა ტაბიძეს თქმით, ფესტივალის მიზანია ღია ცის ქვეშ…

იხილე მეტი
Facebook