სიახლე 

ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს 03 07 19

ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღე მიმდინარეობს. N3 საჯარო სკოლაში დღეს აბიტურიენტებმა ტესტი უნარებში დაწერეს. როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ფოთის კოორდინატორმა აღნიშნა, გამოცდები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ქართულისა და ლიტერატურის გამოცდაზე 514 აპლიკანტიდან 14 არ გამოცხადდა, დღევანდელ დღეს რაც შეეხება, გამოცდაზე 13 აბიტურიენტი არ მივიდა. გამოცდების მიმდინარეობას 21 მეთვალყურე, 21 კურატორი და 1 კოორდინატორი აკვირდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, საქართველოს უნივერსიტეტის ზუგდიდის წარმომადგენლობამ აბიტურიენტებთან და მათ მშობლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. მაია ღუბელაძემ შეკრებილებს საინფორმაციო ფლაერები, ჟურნალები და სამახსოვრო რვეულები გადასცა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

20 ივნისის მოძრაობა აქციებს აღარ შეუერთდება 03 07 19

სამოქალაქო მოძრაობა “20 ივნისი“-ს დამფუძნებელი, ოთარ ხარჩილავა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას გამოეყო და მას პოლიტიკური პარტიებისგან მართული უწოდა. ოთარ ხარჩილავამ, ჩვენთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მოთხოვნები, რომელიც მოქალაქეებს ხელისუფლების მისამართით ჰქონდათ შესრულებულია. შეგახსენებთ, რომ ოთარ ხარჩილავა „დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიული სიით, ფოთის საკრებულოს ყოფილი დეპუტატია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „კავკასია 2019“ ჩატარდა 03 07 19

ფოთმა, საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს – „კავკასია 2019“-ს უმასპინძლა. ქალაქის ცენტრალურ პარკში კონცერტი გაიმართა. ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულმა ჯგუფებმა, თავიანთი ნაციონალური ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს. საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოში მეცხრედ ტარდება. წელს 4 ქვეყანა არის წარმოდგენილი. ფესტივალის მონაწილეები კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართავენ. ბოლო კონცერტი ბათუმში ჩატარდება, სადაც ფესტივალის მონაწილეებს დიპლომებით და საჩუქრებით დააჯილდოებენ. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანი ფოლკლორული ხელოვნების განვითარება, ასევე ქორეოგრაფების კვალიფიკაციის დონის ამაღლებაა. ფესტივალი საქართველოს ქორეოგრაფიის კავშირის ორგანიზებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და იუნესკოს საერთაშორისო ცეკვის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.

იხილე მეტი
Facebook