სიახლე 

ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს 03 07 19


ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღე მიმდინარეობს. N3 საჯარო სკოლაში დღეს აბიტურიენტებმა ტესტი უნარებში დაწერეს.

როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ფოთის კოორდინატორმა აღნიშნა, გამოცდები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ქართულისა და ლიტერატურის გამოცდაზე 514 აპლიკანტიდან 14 არ გამოცხადდა, დღევანდელ დღეს რაც შეეხება, გამოცდაზე 13 აბიტურიენტი არ მივიდა. გამოცდების მიმდინარეობას 21 მეთვალყურე, 21 კურატორი და 1 კოორდინატორი აკვირდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, საქართველოს უნივერსიტეტის ზუგდიდის წარმომადგენლობამ აბიტურიენტებთან და მათ მშობლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. მაია ღუბელაძემ შეკრებილებს საინფორმაციო ფლაერები, ჟურნალები და სამახსოვრო რვეულები გადასცა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მსგავსი სტატიები

Facebook