სიახლე 

ფოთში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა 04 07 19


ელექტრონული მექანიზმების დანერგვასთან დაკავშირებით, დღეს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ევრო კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე, გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა და სტუდენტურ ახალგაზრდულმა სათათბირომ ფოთელებთან პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს.

ფოთში ახალგაზრდულ ჯგუფთან ხუთი სამუშაო შეხვედრა არის დაგეგმილი. სადაც პროექტში ჩართული ახალგაზრდები სწავლებას გაივლიან, თვითმმართველობის სამსახურების სახელზე, თუ როგორ უნდა დაწერონ, არსებულ პრობლემაზე პეტიცია. მიღებული ცოდნა კი მოსახლეობას უნდა გაუზიარონ.

მსგავსი სტატიები

Facebook