სიახლე 

ფოთში დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება 09 07 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 12 ივლისის ჩათვლით დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +31° მიაღწევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 15 ივლისიდან საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია იწყება 09 07 19

სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრში 15 ივლისიდან საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია იწყება. სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრი საზაფხულო სკოლაში მოსწავლეების მიღებას აგრძელებს. ორ კვირიანი კურსები 15 ივლისიდან დაიწყება, სადაც მოსწავლეებს ინგლისური ენის შემსწავლელი გაკვეთილები კვირაში 4-ჯერ ჩაუტარდებათ. როგორც სკოლის პედაგოგმა განაცხადა, პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს მათი უნარების განვითარებას და საზოგადოებაში აქტიურ ჩართულობას. რაც შეეხება ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო 2 წლიან აქსეს პროგრამას, ის უკვე შეუდგა მუშაობას. სტუდენტებთან სამი კვალიფიციური პედაგოგია ჩართული, მათ შორის ერთ-ერთი ამერიკელი მოხალისეა. ფოთში, სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრი 2009 წელს დაარსდა…

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნულ პარკში მეთევზეებმა აქცია გამართეს 09 07 19

ფოთში, მეთევზეებმა კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აქცია გამართეს. ისინი პალიასტომის ტბაზე არსებულ აკრძალვებს აპროტესტებენ. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ თევზაობით თავიანთ ოჯახებს არჩენენ, დაწესებული შეზღუდვების გამო კი თევზჭერას, პრაქტიკულად ვერ ახორციელებენ. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის, დავით გრიგოლიას თქმით, რეგულაციებით აკრძალულია ნაპირთან მიახლოება, ე.წ. “დაბუხვით” თევზჭერა და ქვირითობის პერიოდში თევზაობა. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ და ადმინისტრაციასთან ერთად პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ. როგორც ადგილზე განმარტეს, კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზე შეზღუდვების მოხსნას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, რომლის განხილვაც უკვე მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მასწავლებელთა გამოცდები ხვალიდან დაიწყება 09 07 19

ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, გოჩა ქორქია, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას აკვირდება. მისი თქმით, პროცესი მშვიდ გარემოში შეფერხების და კანონდარღვევის გარეშე მიმდინარეობს. დღეს გამოცდები ოთხ ძირითად საგანში, უცხო ენის გამოცდით დასრულდა. აბიტურიენტებმა ტესტი ინგლისურში, ფრანგულში, გერმანულსა და რუსულ ენაში დაწერეს. როგორც გოჩა ქორქიამ აღნიშნა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტთა 95% გამოცხადდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ხვალიდან, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი გამოცდები დაიწყება. ფოთის საგამოცდო ცენტრში 500 პედაგოგია დარეგისტრირებული.

იხილე მეტი
Facebook