სიახლე 

ფოთში მასწავლებელთა გამოცდები ხვალიდან დაიწყება 09 07 19


ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, გოჩა ქორქია, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას აკვირდება. მისი თქმით, პროცესი მშვიდ გარემოში შეფერხების და კანონდარღვევის გარეშე მიმდინარეობს. დღეს გამოცდები ოთხ ძირითად საგანში, უცხო ენის გამოცდით დასრულდა. აბიტურიენტებმა ტესტი ინგლისურში, ფრანგულში, გერმანულსა და რუსულ ენაში დაწერეს. როგორც გოჩა ქორქიამ აღნიშნა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპლიკანტთა 95% გამოცხადდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ხვალიდან, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი გამოცდები დაიწყება. ფოთის საგამოცდო ცენტრში 500 პედაგოგია დარეგისტრირებული.

მსგავსი სტატიები

Facebook