სიახლე 

ფოთში 15 ივლისიდან საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია იწყება 09 07 19


სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრში 15 ივლისიდან საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია იწყება.

სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრი საზაფხულო სკოლაში მოსწავლეების მიღებას აგრძელებს. ორ კვირიანი კურსები 15 ივლისიდან დაიწყება, სადაც მოსწავლეებს ინგლისური ენის შემსწავლელი გაკვეთილები კვირაში 4-ჯერ ჩაუტარდებათ.

როგორც სკოლის პედაგოგმა განაცხადა, პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს მათი უნარების განვითარებას და საზოგადოებაში აქტიურ ჩართულობას.

რაც შეეხება ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო 2 წლიან აქსეს პროგრამას, ის უკვე შეუდგა მუშაობას. სტუდენტებთან სამი კვალიფიციური პედაგოგია ჩართული, მათ შორის ერთ-ერთი ამერიკელი მოხალისეა.

ფოთში, სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციის ცენტრი 2009 წელს დაარსდა და დღემდე 3500-ზე მეტმა ბენეფიციარმა გაიარა გადამზადების კურსი.

მსგავსი სტატიები

Facebook