სიახლე 

იუბილე ფოთის დღის ცენტრში 10 07 19


დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში საიუბილეო საღამო გაიმართა. ის 6 წლის გახდა. ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა ბავშვებს საზეიმო კონცერტი მოუწყო, სადაც საესტრადო სტუდია “ანა-ბანა” მონაწილეობდა. საღამოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას. დღის ცენტრში 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები არიან დარეგისტრირებული. დღის ცენტრი 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მისი ხემძღვანელი თამარ ფოფხაძე, თავის გუნდთან ერთად ბენეფიციარებს ერთგულად უდგას მხარში.

მსგავსი სტატიები

Facebook