სიახლე 

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს 10 07 19


ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესი „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს. უწყების წარმომადგენლები სპორტკომპლექსის მიმდინარე სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ კაციასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შენგელიასთან და სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გაეცნენ.

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

როგორც ხელმძღვანელობამ აღნიშნა, სპორტულ კომპლექსს დიდი და მცირე საცურაო აუზი ექნება. საცურაო სივრცეში, 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა განთავსდება. კომპლექსს, ასევე ექნება სპორტული მოედანი რომელიც 160 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა დღესვე ფოთის სატუმბი სადგური დაათვალიერეს. პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები

Facebook