სიახლე 

ფოთში საქალაქთაშორისო ხაზზე მომუშავე ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ 12 07 19


დღეს ფოთიდან ყველა მიმართულებით, საქალაქთაშორისო რეისებზე მიკრო ავტობუსის მძღოლებმა მიმოსვლა შეაჩერეს.

ცენტრალურ ავტოსადგურში, რომელიც გეგიძეს ქუჩაზე მდებარეობს, მიკრო ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნას აპროტესტებენ.

მათი თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახური, მძღოლებს, კერძო პირისგან იჯარით აღებული ავტოსადგურის, რეაბილიტაციას სთხოვს. შეუსრულებლობის შემთხვევაში კი საჯარიმო სანქცია დაეკისრებათ.

როგორც მძღოლები თავად აცხადებენ, სარემონტო სამუშაოების დაწყებას არ გეგმავენ, ვინაიდან ავტოსადგურის ტერიტორია და შენობა მეპატრონემ უნდა მოაწესრიგოს.

ავტოსადგურის ადმინისტრაცია, ხელისუფლების მხრიდან მათზე დაკისრებული მოვალეობის გაუქმებას ან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვდა, სადაც თავიანთი ხარჯებით ახალ ავტოსადგურს ააშენებდნენ.

მოგვიანებით, ფოთში, საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა განაახლეს. ავტოსადგურის დირექტორის დათო შონიას თქმით, ხელისუფლება მათ ალტერნატიული ფართის გამოყოფას დაჰპირდა. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე დარჩებიან, მიმდინარე წლის იანვრის თვემდე არ დაჯარიმდებიან.

მსგავსი სტატიები

Facebook