სიახლე 

ფოთში მერიის შენობის წინ ფეხბურთელებმა აქცია გამართეს 15 07 19


ფოთში, საფეხბურთო გუნდის ,,კოლხეთი 1913″-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. აუცილებელია დროულად გამოინახოს თანხები, რათა მოხდეს გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელების დავალიანების დაფარვა. საუბარია 45 ათას ლარზე.

როგორც ფეხბურთელები აცხადებენ, თუ დავალიანების დაფარვა დროულად არ მოხდება, შესაბამისი სპორტულ – ტექნიკური კომისია სანქციას აამოქმედებს და გუნდს 6 ქულა დააკლდება. შეკრებილების განცხადებით, ეს გუნდის სატურნირო მდგომარეობას უკიდურესად გააუარესებს და ფოთი საფეხბურთო სპორტული ორბიტიდან საბოლოოდ გაქრება.

მსგავსი სტატიები

Facebook