სიახლე 

ფოთის საჭადრაკო ფესტივალის მეექვსე დღე დასრულდა 17 07 19


ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მეექვსე დღე დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში პირველი ბლიც ტურნირი ჩატარდა, შეხვედრა საკამოდ დაძაბული გამოდგა. ვაჟთა შორის ბლიც ტურნირის გამარჯვებული აზერბაიჯანელი ვუგარ მანაფოვი გახდა, მეორე ადგილი ქართველმა თორნიკე სანიკიძემ მოიპოვა, მესამე საპატიო ადგილის მფლობელი სომეხი ლევონ ბაბუჯიანი გახდა. ქალთა შორის საუკეთესო მოჭადრაკედ უკრაინელი კატერინა დოლზჰიკოვა დასახელდა. 2000-ზე ნაკლებ რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში საუკეთესო შედეგი ქართველმა თედო ბოლქვაძემ აჩვენა. 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ასევე საუკე მოთმაშედ ქართველი დავით ნემსაძე დასახელდა. დღეს მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის მოჭადრაკეები წელს ფოთს მეორედ სტუმრობენ. როგორც მათ აღნიშნეს ტურნირის ორგანიზებით და შექმნილი პირობებით კმაყოფილნი არიან. ფესტივალის ფარგლებში მეორე ბლიც ტურნირი ხვალ 17 საათზე დაიწყება. ფესტივალი დარბაზ ,,დიადემაში“ მიმდინარეობს, სადაც 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.

მსგავსი სტატიები

Facebook